воскресенье, 18 июля 2010 г.

მსოფლიოს რელიგიების ისტორია



მთავარი პრობლემა:
კვლევითი უნარ-ჩვევების ნაკლებობა, ინტერესი საგნისადმი, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ მეცნიერებებში გაერთიანებული საგნების ათვისებას.

მიზანი:
ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას და საგნისადმი ინტერესის გაზრდას.

ამოცანები:
1. მსოფლიო რელიგიების ისტორიის შესწავლა.

2. ექსკურსიის მოწყობა მართლმადიდებლურ, სომხურ, რუსულ, ბერძნულ, ლუთერიანულ ეკლესიებში და მუსულმანურ მეჩეთში თვალსაჩინოების აღქმის მიზნით.

3. მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით, სკოლის საზოგადოებისათვის კვლევის შედეგების გაცნობა.

მოსალოდნელი შედეგები:

• შედარებას მოახდენენ მსოფლიოს რელიგიებს შორის.

• დაკვირვების შედეგად გამოიმუშავებენ კვლევით უნარ-ჩვევებს და გაუჩნდებათ ინტერესი საგნისადმი.

• პროექტის დანერგვის შემდეგ, გაიზრდება სწავლის ხარისხი საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნებში.

მიზნობრივი ჯგუფი:

VII კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი.

საქმიანობის მოკლე აღწერა:

ამოცანა 1. მსოფლიოს რელიგიების ისტორიის შესწავლა.

საქმიანობები:

• სასწავლო და კლასგსრეშე ლიტერატურის მოძიება, ამოკონსპექტება და შესწავლა.
• თემების დამუშავება მსოფლიოს რელიგიების შესახებ.



ამოცანა 2. ექსკურსიის მოწყობა მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, სომხურ, რუსულ, ბერძნულ, ლუთერიანულ ეკლესიებსა და მუსლუმანურ მეჩეთში თვალსაჩინოების აღქმის მიზნით.

საქმიანობები:

• რელიგიური ერთეულების დათვალიერება.

• ექსკურსიის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და შედეგებს.

• ექსკურსიის შედეგების განხილვა ხდება კლასში მოსწავლეთა მიერ.

ამოცანა 3. მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით, სკოლის საზოგადოებისათვის კვლევის შედეგების გაცნობა.

საქმიანობები:

• დამუშავებული თემების პრეზენტაცია.

• სკოლის საზოგადოებისათვის დისკუსიის გამართვა.

• გადაღებული ვიდეო მასალის ჩვენება ისტ-ის საშუალებით.

• კედლის გაზეთის გამიშვება და ფოტოსურათების გამოფენა.
პროექტის მონიტორინგი:
1. სასწავლო პროგრამისადმი დაინტერესება (სასწავლო და კლასგარეშე ლიტერატურის განხილვა) 17.05.2010.
2. ექსკურსიის მოწყობა თვალსაჩინოების აღქმის მიზნით (ნანახის აღქმა,შთაბეჭდილებების გაზიარება და ანალიზი) 19.05.2010.
3. ექსკურსიის შედეგების გამოქვეყნება (ექსკურსიის შედეგების პრეზენტაცია, ფოტოსურათების გამოქვეყნება) 21.05.2010.
4. დამუშავებული თემების პრეზენტაცია და დისკუსიის მოწყობა (კედლის გაზეთის მოწყობა) 22.05.2010.
რესურსები:
1. თაბახის ფურცლები
2. ფორმატის ფურცელი
3. მარკერები
4. ციფრული ფოტოაპარატი
5. ვიდეო ფირი
6. ელემენტები
7. რვეულები
8. ტრანსპორტირება


შეფასება:

მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს ორგანიზებულობაში, ჯგუფურ მუშაობაში, იყენებს დაკვირვების ფურცელებს, რომელშიც მოსწავლეების მუშაობის პროცესს აღწერს. ასევე, აფასებს ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემთა ანალიზის შედეგებს. მოსწავლეებს ერთმანეთის სტატიებს აფასებინებს. მოსწავლეების თითოეული შეფასების აქტივობებისათვის ქმნის შეფასების რუბრიკებს.


პროექტის ფასილიტატორი: ნინო ძულიაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტის მისამართი: ninogiorokotuka@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий